პრეზიდენტის ადმინისტრაცია - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მთავრობასთან კონსულტაციების გავლა კანონით გათვალისწინებული არ არის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე მთავრობასთან კონსულტაციების გავლას კანონმდებლობა არ ავალდებულებთ.„კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული კონსულტაციების გავლა მთავრობასთან, მხოლოდ გათვალისწინებულია კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონმდებლობით გაწერილ ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის მხოლოდ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და უმაღლეს საბჭოს კანდიდატურას ამ კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს.

როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა