ნათია მიქელაძე - გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში შესაძლოა მცირედი ცვლილებები შევიდეს

გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში შესაძლოა მცირედი ცვლილებები შევიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განუცხადა.მისი თქმით, საკითხს კომიტეტზე მეორე მოსმენით მიუბრუნდებიან.

„დღეს საკმაოდ ვრცელი განხილვა გაიმართა წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტის. შესაბამისად, იყო უმრავლესობის მხრიდანაც გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები ჩვენი შემოთავაზებული გაერთიანებული სამინისტორების დასათაურებებთან დაკავშირებით. კომიტეტზე მეორე მოსმენით გვექნება განხილვა, მცირედი კორექტირება გვექნება დასათაურებაში და იქნება ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვფიქრობთ, რომ სათაურები არ განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ამიტომ ახლა დაზუსტებით ვერ ვიტყვი. კომიტეტზე ვაპირებთ მივუბრუნდეთ ამ საკითხს და მეორე მოსმენით ზუსტად გვეცოდენება, სათაურები განიცდის თუ არა სამომავლოდ ცვლილებას“, - აღნიშნა ნათია მიქელაძემ.

მას ასევე ისაუბრა ოპოზიციის შენიშვნებზე და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციაში ვერ ხედავენ იმ რეალურ შედეგს, რაც უნდა დადგეს. მიქელაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ შედეგებს უახლოეს პერიოდში დაინახავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა