დავით გაბაიძე - მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა გადადგომა თავად ზურაბ პატარაძის სუბიექტური გადაწყვეტილება იყო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა გადადგომა თავად ზურაბ პატარაძის სუბიექტური გადაწყვეტილება იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წევრებმა: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, ნინო ჩხეტიამ, ირაკლი ჭეიშვილმა, ლადო მგალობლიშვილმა და დავით ბაციკაძემ, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ზურაბ პატარაძე იყო აქტიური, ენერგიული ხელმძღვანელი, გამოირჩეოდა მოსახლეობასთან, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლებთან, აქტიური ურთიერთობით და მან შეძლო, დაეწყო რეგიონისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება. დავით გაბაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ამ ტენდენციას ახალი თავმჯდომარე და მისი გუნდი წარმატებით გააგრძელებენ.

მისივე განცხადებით, ზურაბ პატარაძესთან ერთად, გადამდგარია რეგიონის მთავრობაც. რაც შეეხება ახალ კანდიდატს, მას საქართველოს პრეზიდენტი, ორი კვირის ვადაში, აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალ სუბიექტებთან კონსულტაციების და შეთანხმების შემდეგ წარადგენს. თავის მხრივ, ახალ კანდიდატსა და მის მიერ შერჩეულ მთავრობის გუნდს აჭარის უმაღლესი საბჭო, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ახლად მიღებული კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, ერთ სხდომაზე ერთად უყრის კენჭს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა