საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებს ტექინსპექტირების გავლა წელიწადში ორჯერ მოუწევთ

სამგზავრო სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც საქალაქთაშორისო გადაყვანებს ახორციელებენ, ტექნიკურ ინსპექტირებას წელიწადში ორჯერ გაივლიან. 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექინსპექტირების გავლისას დახარვეზდა; 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაიარა; 257 -განმეორებით დახარვეზდა; 858 სატრანსპორტო საშუალებას კი გზებზე გადაადგილება აეკრძალა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ელი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა