დავით ზალკალიანი - ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან გვაქვს სრული თანხვედრა იმ პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაც განსაზღვრულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი, რომელიც დღეს დასრულდა ქართულ-გერმანული სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე შეხვედრით ადენაუერის ფონდში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან გვაქვს სრული თანხვედრა იმ პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაც არის განსაზღვრული საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, გერმანიაში ვიზიტს შეფასებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის განცხადებით, ურთიერთობის ის დონე, რომელიც გერმანიასთან არსებობს, იძლევა შესაძლებლობას, რომ ვისაუბროთ თვისობრივად ახალ ურთიერთობებზე და მეტ ინტენსიურ დიალოგზე როგორც პოლიტიკური, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას, რასაც მისი განცხადებით, მომავალში აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„გერმანელი პარტნიორები ძალიან აფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რომელიც გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, რისი დასტურიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ახალ პოლიტიკასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში. მან ახსენა, რომ საჭიროა ევროპამ და გერმანიამ უფრო მეტი შემხვედრი ნაბიჯები გადადგას იმ ქვეყნების მიმართ, რომელებიც აღიარებენ ამ ევროპულ ფასეულობებს. ვფიქრობ, რომ მინისტრის სიტყვებს მომავალში მოჰყვება შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით 2-5 ივლისს სტუმრობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო