ზაზა გაბუნია - ქალაქის ამოცანებთან პოლიტიკის თავსებადობისთვის თბილისის გენგეგმის არსებობა უმნიშვნელოვანესია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის გენგეგმის მიღების საკითხს ეხმიანება. “თბილისს დღეიდან აქვს განვითარების დოკუმენტი ანუ მიზნების, გეგმების, ამოცანების და რესურსული შესაძლებლობების სისტემურად ფორმულირებული ქალაქის მთავარი დოკუმენტი, რასაც ვულოცავ ქალაქს და თბილისის მერს", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარების მიმდინარე ეტაპის და გრძელვადიანი პერიოდის მიზნების მიღწევა შესაძლებელია გენერალური გეგმის არსებობის შემთხვევაში.

გაბუნიას კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა