თსუ-სა და საპარტნიორო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საპარტნიორო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ხვალ გაფორმდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელს თსუ–ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მოაწერენ.

ხელშეკრულების მიზანია, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება. მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები კომპანიაში გაივლიან საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას სხვადასხვა პოზიციებზე. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს სტუდენტთა დასაქმებისა და კომპანიისთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნის ხელშეწყობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო