დავით ზალკალიანი – გერმანია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით

„გერმანია აღიარებს ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას და იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროდან აცნობეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განხორციელებაში, რაც საქართველოს ნატოს წევრობაში ეხმარება. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტსა და თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაზე, სადაც გერმანია ძალიან აქტიურადაა წარმოდგენილი.

ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა სწრაფი რეაგირების მისიაში ავღანეთში გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას. „გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა არის მკაფიოდ გამოხატული. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ასევე გამოხატული იქნება ბრიუსელის სამიტზეც,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო