ტექნოპარკში ხვალ საერთაშორისო ვორქშოფი გაიმართება

ტექნოპარკში ხვალ საერთაშორისო ვორქშოფი ,,ევროპული სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩო საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტექნოპარკიდან“ აცნობეს, ღონისძიებას გახსნიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი. ღონისძიების მონაწილეები ასევე არიან საქართველოში განათლების პოლიტიკის შემქმნელები, სამეწარმეო სწავლების ადგილობრივი ექსპერტები და ადგილობრივი საგანმანათლებლო ორგანიზაციები.

ვორქშოფის მიზანია სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოს შესახებ ცნობადობის ზრდა მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებს, სფეროს ექსპერტებს და სხვა სთეიქჰოლდერებს შორის სამეწარმეო კომპეტენციების ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის; საქართველოში სამეწარმეო კომპენტენციის განათლების პოლიტიკის დონეზე და სასწავლო პროცესში სისტემური დანერგვის კონცეფციის მონახაზის შემუშავება; სამოქმედო გეგმის გარშემო იდეების გენერირება, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს პრაქტიკული გამოყენება მასწავლებლების როლის ზრდის, კურიკულუმის მოდერნიზაციის და მეგობრული სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა