ოზურგეთში ხვალ ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ოზურგეთში ხვალ ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმიმიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო ღონისძიებებს მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

თეატრის საიუბილეო თარიღს ოზურგეთის თეატრი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს. დაგეგმილია ასევე ოზურგეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თაღებში“ კინოსა და თეატრის ვარსკვლავის ამირან ქადეიშვილის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმით“ დაჯილდოების ცერემონია; ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა და საიუბილეო წიგნი-ალბომის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია.

სამინისტროს ინფორმაციით, „ოზურგეთის თეატრი 150“ - პირველი, ვრცელი მონოგრაფიაა ოზურგეთის თეატრზე, რომელიც უცნობ და გამოუქვეყნებელ ისტორიულ ფაქტებს, საარქივო დოკუმენტურ მასალებს და ფოტოებს ეფუძნება. სარედაქციო ჯგუფმა მოიძია და წიგნში თავი მოუყარა სხვადასხვა არქივებში, მუზეუმებში და საცავებში დაცულ ფოტოებს, ისტორიულ წყაროებს და მოგონებებს ოზურგეთის თეატრზე. ამავდროულად, წიგნი ასახავს ოზურგეთის თეატრის დღევანდელობას. მასში ასახულია ოზურგეთის თეატრის ბოლო წლების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, პრემიერები, გასტროლები უცხოეთში, მონაწილეობა ფესტივალებსა და საერთაშორისო სათეატრო ფორუმებში. გამოცემის კონცეფციის ავტორი ვასილ ჩიგოგიძეა, წიგნის ავტორი - თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი. გამოცემაზე ასევე იმუშავეს ზაზა ჯინჭარაძემ, მარინა ვასაძემ, ზაირა თოთიბაძემ და ლია კილაძემ. წიგნი-ალბომი გამოსაცემად საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა მოამზადა.

19:00 საათიდან, ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნება ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, სპექტაკლით „მონატრება“, რომელშიც მონაწილეობას თეატრის ყველა მსახიობი მიიღებს; შედგება ოზურგეთის თეატრის ჰიმნის პრეზენტაცია და საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის სხვადასხვა სახელობითი პრემიებით თეატრის მსახიობების დააჯილდოების ცერემონია.

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით განხორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს, როგორც ქართული პროფესიული, ისე უცხოური თეატრების სცენებზე. ფესტივალი, წელს, ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება. ფესტივალში, წელს, 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის, 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.

ნოდარ დუმბაძის ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინიტრო, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის სამ წელიწადში ერთხელ იმართება.

ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ, ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავაა, რომლის სახელსაც ოზურგეთის თეატრი ატარებს.

ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში და მნიშვნელოვანი კულტურული კერა დასავლეთ საქართველოში, არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ, თანამედროვეობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძე.

ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, ამ დროისათვის ოზურგეთის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა