ეკა ბესელია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის "პარტნიორობა დემოკრატიისთვის" დელეგაციას შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის "პარტნიორობა დემოკრატიისთვის" დელეგაციას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების სფეროს საპარლამენტო კონტროლი. ეკა ბესელია დელეგაციის წევრებს საპარლამენტო კონტროლის კუთხით დანერგილ ახალ სტანდარტებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა გააცნო.

„ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში გამოძიების კუთხით საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე და იმ ახალ სტანდარტებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2013 წლიდან იქნა შემოღებული. გავაცანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა. ვისაუბრეთ ასევე, პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, რადგან ეს გამოძიების კუთხით საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია და იმ საიხლეებზე, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს. ეს გახლავთ კომპიუტერული ინფორმაციის მოპოვება, დამაგრება, ფიქსაცია. მოვისმინე საინტერესო იდეები ჩვენი ამერიკელი სტუმრების მხრიდან მათი გამოცდილების შესახებ. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საბიუჯეტო პროცესში კონტროლის მექანიზმების გამოყენებას. ვისაუბრეთ სპეციალურ კომიტეტზეც - ზედამხედველობის კომიტეტზე, რომელიც მათ არის შექმნილი. შეხვედრისას ძალიან საინტერესო იდეები და მოსაზრებები გავცვალეთ“,- განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს