5-7 ივლისს საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-7 ივლისს საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 5–7 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით და დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, რომლის დროსაც შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს; 6–7 ივლისს კი, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 33–35 გრადუსია მოსალოდნელი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22–27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 5 ივლისს 37 გრადუსი იქნება; 6 ივლისს – 36 გრადუსი, 7 ივლისს – 35 გრადუსი. 6–7 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

8–9 ივლისს კი საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო