პრეზიდენტის ადმინისტრაცია - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე მთავრობასთან კონსულტაციების გავლა კანონით გათვალისწინებული არ არის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე მთავრობასთან კონსულტაციების გავლას კანონმდებლობა არ ავალდებულებთ.

„კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული კონსულტაციების გავლა მთავრობასთან, მხოლოდ გათვალისწინებულია კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონმდებლობით გაწერილ ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის მხოლოდ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და უმაღლეს საბჭოს კანდიდატურას ამ კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს.

როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გუშინ თანამდებობა დატოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა