მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო.

სასამართლო სხდომაზე, რომელსაც თავად ბრალდებული მიხეილ კალანდიაც ესწრებოდა, სახელმწიფო ბრალდებამ მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ გამოტანილი განაჩენი წარადგინა და მისი მტკიცებულებად დართვა მოითხოვა. პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, შესაბამისად, განაჩენი საქმეს მტკიცებულებად დაერთო.

ამავე საქმეზე ბრალდებული არიან მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია და ძმა ლუკა კალანდია, რომელთა საქმის განხილვა სასამართლოში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ვინაიდან მიხეილ კალანდია ბრალის წარდგენისას არასრულწლოვანი იყო, მისი ბრალდების საქმე სასამართლოში ცალკე წარიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა