თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ვადამდელი არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ 24 ივნისს ქვეყანაში გამართული ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52.59 % მიიღო. მისმა ძირითადმა მოწინააღმდეგემ მუჰარემ ინჯემ ხმათა 30.64 % დააგროვა.

საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მოქმედმა მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“, რომელმაც ხმათა 42.56 % დააგროვა და 600 ადგილიდან პარლამენტში 295 ადგილი ერგო, ნაციონალისტურმა პარტიამ 11.10 % მიიღო და მხოლოდ 49 ადგილს დასჯერდება პარლამენტში. ძირითადმა ოპოზიციურმა სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ ხმათა 22.65 % დააგროვა, რის შედეგადაც პარლამენტში 146 ადგილს დაიკავებს.

ცნობილი გახდა, რომ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია 9 ივლისს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს