გეგმური სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 05:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5836 აბონენტს სტეფანწმინდაში, ფასანაურში, გუდაურში, ქუმლისციხეში, ხურთისსა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე - 456 აბონენტს თიანეთში: ფიროსმანის, 9 აპრილის, აღმაშენებლის, ბეწუკელის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:30-დან 18:00 საათამდე - 858 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაკურხევი, ფახვიჯი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 17:30 საათამდე - 3055 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხათწყარო, ნახშირგორა, ლისი, თხინვალა, მისაქციელი, ნავაზარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო