ტექნოპარკში დღეს საერთაშორისო ვორქშოფი გაიმართება

ტექნოპარკში დღეს საერთაშორისო ვორქშოფი ,,ევროპული სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩო საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტექნოპარკიდან“ აცნობეს, ღონისძიებას გახსნიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი. ღონისძიების მონაწილეები ასევე არიან საქართველოში განათლების პოლიტიკის შემქმნელები, სამეწარმეო სწავლების ადგილობრივი ექსპერტები და ადგილობრივი საგანმანათლებლო ორგანიზაციები.

ვორქშოფის მიზანია სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოს შესახებ ცნობადობის ზრდა მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებს, სფეროს ექსპერტებს და სხვა სთეიქჰოლდერებს შორის სამეწარმეო კომპეტენციების ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის; საქართველოში სამეწარმეო კომპენტენციის განათლების პოლიტიკის დონეზე და სასწავლო პროცესში სისტემური დანერგვის კონცეფციის მონახაზის შემუშავება; სამოქმედო გეგმის გარშემო იდეების გენერირება, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს პრაქტიკული გამოყენება მასწავლებლების როლის ზრდის, კურიკულუმის მოდერნიზაციის და მეგობრული სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს