ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლა მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლითი ღონისძიებები ხორციელდება. ნაქერელას უღელტეხილზე 20 ჰა - მდე ფართობი შეიწამლა. მიმდინარე სამუშაოებს სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული სატყეო სააგენტო ბზის კორომების შეწამვლას საქართველოს სამ რეგიონში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წლიდან ახორციელებს.

„მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, შეწამვლითი სამუშაოები სამჯერ, 400 ჰა ფართობზე განხორციელდა, რასაც 2017 წელს დაემატა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. საერთო ჯამში გასულ წელს ბიოლოგიური პრეპარატით, შეწამლული იქნა 550 ჰა ბზით დაფარული ფართობი.

მიმდინარე წელსაც, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ბზის კორომები სამჯერ იქნება შეწამლული საქართველოს სამ რეგიონში - იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში. ასევე, მავნებლის ინტენსიური მონიტორინგისა და დიდი რაოდენობით დაჭერა-განადგურების მიზნით, ბზის კორომებში განთავსდება 1500 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, იგეგმება ასევე სხვადასხვა ალტერნატიული ბრძოლის ღონისძიებების გამოცდაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს