რუსთავში პროექტის „ქართველი მწერლები ჩვენ ყოველდღიურობაში“ პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში, ლიტერატურული პროექტის „ქართველი მწერლები ჩვენ ყოველდღიურობაში“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის თვითმმართველობიდან აცნობეს, ღონისძიება, რომელიც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნა, ქალაქის შემოსასვლელიდან შარტავას მოედნამდე გამოფენილი ბანერების დათვალიერებით დაიწყო.

პროექტი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატის, პოეტ ამირან ჯანჯღავას ინიციატივით და რუსთავის მერიის ორგანიზებით განხორციელდა. ქალაქის ქუჩებში, მე-8 მიკრორაიონიდან ჟიული შარტავას მოედნამდე, დეკორატიული სანათებზე სპეციალური ბანერები განთავსდა, რომლებზეც ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და პოეტების რჩეული სტრიქონებია დატანილი.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, პროექტზე, მწერლების, პოეტებისა და პედაგოგებისგან დაკომპლექტებული ლიტერატურული საბჭო სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. ქალაქის ქუჩებში გამოფენილ 72 ბანერზე დატანილი მწერლებისა და პოეტების ფრაზები, სწორედ მათ მიერ შეირჩა. კლასიკოსი მწერლების გარდა, რუსთაველები აღნიშნულ ბანერებზე, 13 რუსთაველი მწერლის ლექსებიდან და ნაწარმოებებიდან ფრაზების წაკითხვასაც შეძლებენ.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს დეპუტატები, მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს