ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში, თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, სადენებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსებას გულისხმობს. ასევე მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ მთლიანად მოასფალტდება ქუჩა და დაიხაზება შესაბამისი ნიშნულებით. სამუშაოები სამ თვეს გასტანს.

თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საქმილ სადენ მშენი" შეასრულებს. პროექტის ღირებულება მილიონ 56 000 ლარია.

„თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე აუცილებელი და გადაუდებელი იყო. წლებია აღიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ასევე გართულებული იყო ავტოსაგზაო მოძრაობა. ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს", -განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს