ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში დაიბარეს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზვიად კუპრავამ განუცხადა, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული სასამართლოში ჩემი იძულებით აყვანის ფაქტზე. მედავებიან სასამართლოს უპატივცემულობას. ეს არის სრული აბსურდი. სასამართლოს უპატივცემულობა არ შეიძლება მოხდეს სასამართლოს დარბაზის გარეთ“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავა პოლიციაში გამოკითხვაზე 12:00 საათზე მივა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა