ამერიკელი სენატორი აშშ-ს კონგრესის არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში, რუსეთს დრაკონული ზომების მიღებით დაემუქრა

ამერიკელი სენატორი ჯონ ნილი კენედი რუსეთს დრაკონული ზომების მიღებით დაემუქრა თუ რუსეთი ნოემბერში აშშ-ს კონგრესის არჩევნებში ჩაერევა. ამის შესახებ სენატორმა რუსული გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ზიანი არ მოუტანია. ეს ასე არ არის. ვიმედოვნებ, ჩვენ არ მოგვიწევს რუსეთთან მიმართებაში დრაკონული ზომების მიღება. თუმცა, თუ დავინახავთ არჩევნებში ჩარევას, სხვა გამოსავალი არ გვექნება“, - განაცხადა სენატორმა კენედიმ.

მას არ დაუზუსტებია თუ რა ზომებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ „რეაქცია დაუყოვნებლივი და ძალიან მკაცრი იქნება“.

სენატორის თქმით, მას რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, თუმცა საამისოდ რუსეთმა თავისი ქცევა უნდა შეცვალოს.

აღსანიშნავია, რომ 30 ივნისს რუსეთს ვიზიტით ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფი ეწვია. მათ შეხვედრები გამართეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის პარლამენტის სპიკერთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა