გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში ცვლილება შევიდა

გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებში ცვლილება შევიდა. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კომიტეტმა გუშინ მეორე მოსმენით გაითვალისწინა მოთხოვნა და სახელწოდებებში მცირედი ცვლილება განხორციელდა.

„კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ის, რაც სესიაზეც იყო გამოთქმული დასათაურებასთან დაკავშირებით, განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს სათაურში მეცნიერება დამატებოდა. მთავრობის პოზიცია არის, რომ დავეთანხმოთ ამ შემოთავაზებას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასათაურებით იქნება წარმოდგენილი ახალი სამინისტროს სახელი. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაცვლად, იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ეს იქნება ახალი სახელწოდებები სამინისტროების, რომლებიც უფლებამონაცვლეები იქნებიან გაერთიანებული სამინისტროების“– განაცხადა ნათია მიქელაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, საკითხი დღესვე დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით გავიდეს კენჭისყრაზე, რის შედეგაც ამ კვირაშივე პრეზიდენტს გადაეგზავნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა