სერგი კაპანაძე - ჩვენ, ყველა ფორუმს ვიყენებთ იმაზე სასაუბროდ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაცია

შედარებით სკეპტიკური ორგანიზაციების, თუ წარმომადგენლებისთვის ჩვენი პოზიციების ასახსნელად მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ, ბერლინში, ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმთან დაკავშირებით განაცხადა.

„ბერლინი საქართველოსთვის რთული პარტნიორია, მათ შორის, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, ამიტომ ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული შედარებით სკეპტიკური ორგანიზაციების თუ წარმომადგენლებისთვის ჩვენი პოზიციების ასახსნელად. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები სწორედ ამისთვის ვიყენებთ ფორუმებს, რომ ვისაუბროთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაცია, ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მხარდაჭერა და ზოგადად, რუსეთის წინააღმდეგ და ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომლის კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს