პარლამენტში ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს. პროექტს კომიტეტის წევრებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცნობს.

ახალი რეგლამენტით პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები იცვლება, ეს მათ შორის ეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, თავად პარლამენტის სტრუქტურას, საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეებთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ერთ-ერთ ნოვაციას წარმოადგენს საკანონმდებლო დონეზე ოპოზიციის ტერმინის განმარტება - ოპოზიციად ჩაითვლება პარლამენტის წევრთა ჯგუფი, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის ფორმირების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მომხრე, მანამდე, სანამ აღნიშნულ პოზიციას არ უარყოფს საჯაროდ ან წერილობით.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგლამენტის პროექტში, პარლამენტის სასახლის ადგილსამყოფელად კვლავ მითითებულია ქალაქი ქუთაისი, რომლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა