ოთარ კახიძე - მთავარ პროკურორად გვჭირდება არა ივანიშვილის მორიგი მარიონეტი, არამედ დამოუკიდებელი და კვალიფიციური ფიგურა

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, მთავარი პროკურორის პოსტზე საჭიროა კვალიფიციური პირი, ამიტომ ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ როგორი მძაფრი პროტესტი ექნება მას.

,,თუ მთელი საზოგადოება ამ მიზნით იქნება დარაზმული, რომ მთავარ პროკურორად გვჭირდება არა ივანიშვილის მორიგი მარიონეტი, არამედ რეალურად დამოუკიდებელი და კვალიფიციური ფიგურა, მაშინ შედეგს მივაღწევთ. თუ საზოგადოებას არ ექნება მძაფრი პროტესტი და ეს მოთხოვნა დაყენებული, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ამიტომ ყველაფერი არის საზოგადოებაზე დამოკიდებული", - განაცხადა ოთარ კახიძემ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატი დარეგისტრირდა.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; მარიამ ცაცანაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; გიორგი შაშიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; ლენა კაპანაძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს