პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატი ფართოვდება

პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატი ფართოვდება. ნდობის ჯგუფი სპეციალური პროგრამების და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის გარდა, ასევე განახორციელებს საპარლამენტო კონტროლს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან და მინიჭებული აქვს საიდუმლოობის გრიფი. ნდობის ჯგუფის წევრები უფლებამოსილი იქნებიან წინასწარი ინფორმირებით განახორციელონ ვიზიტები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში, გარდა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი.

პარლამენტში ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

ახალი რეგლამენტის პროექტს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმდინარეობს.

პროექტს კომიტეტის წევრებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცნობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა