გიორგი ტყემალაძე - დღეიდან საკრებულო ოფიციალურად დაიწყებს გენგეგმის დეტალურ შესწავლა-გაანალიზებას

დღეიდან საკრებულო უკვე ოფიციალურად დაიწყებს გენგეგმის დეტალურ შესწავლას, გაანალიზებას, კომისიურ თუ სხვა ფორმატის საჯარო განხილვებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტში აღმოფხვრილია ზონირების, რუკის და კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული ხარვეზები.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისის განვითარების სამ მთავარ კონცეფციას - მწვანე, კომპაქტური, შეკავშირებული ქალაქი, დაემატა მეოთხე - მედეგობის კომპონენტი.

"მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულა თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა და საკრებულოში განსახილველად შემოვიდა შეჯერებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად არის აღმოფხვრილი ყველა ის ხარვეზი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია. გენგეგმა ინარჩუნებს თავის მთავარ - მწვანე, კომპაქტური, შეკავშირებული ქალაქის - კონცეფციას, რომელსაც დაემატა მედეგობის კომპონენტი.

დოკუმენტში დაზუსტდა გენგეგმის განხორციელების გზები, ინსტრუმენტები, კვლევების და სტრატეგიული მომართულებების დაგეგმვის ეტაპები. მაქსიმალურად აღმოიფხვრა ზონირების, რუკის და კერძო საკუთრებებთან დაკავშირებული ხარვეზები", - განაცხადა ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური ფრაქციებიც აქტიურად ჩაერთვებიან გენგეგმის განხილვის პროცესში. მისივე ინფორმაციით, საკრებულოს კომისიები დოკუმენტის განხილვას რამდენიმე კვირაში დაიწყებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო