ალეკო ელისაშვილი - საჭიროა შეიქმნას ინსტიტუცია, რომელიც გენგეგმის პრინციპებთან მერიის ნაბიჯების შესაბამისობას გააკონტროლებს

საჭიროა შეიქმნას ისეთი ინსტიტუცია, რომელიც გააკონტროლებს ქალაქის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას გენგეგმის პრინციპებთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე საუბრისას საკრებულოს ყოფილმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ქალაქის მოსახლეობამ კვლავ მიიღოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც რეალობაში არ განხორციელდება. ალეკო ელისაშვილმა ასეთ მაგალითად 2015 წელს მიღებული გარემოს დაცვის სტრატეგია დაასახელა, რომელიც არ ხორციელდება და „თაროზეა შემოდებული“.

„თავისთავად გენგეგმა არის ნორმალური. თუმცა გენგეგმა და მისი დამტკიცება არის ნახევარი საქმე. არავინ უნდა მოტყუვდეს, რომ გენგეგმას რომ დავამტკიცებთ, მეორე დღიდან გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში ვიცხოვრებთ. დოკუმენტი თავისთავად ვერაფერს შეცვლის, თუ არ იქნა ერთი მხრივ, ნება ქალაქის ხელმძღვანელობისგან, რომ პრინციპები, რაც ამ დოკუმენტშია დაცული, რეალობად იქცეს.

ჩემი აზრით, თუ კალაძეს ნამდვილად უნდა ქალაქი განვითარდეს ამ გენგეგმის მიხედვით, რაშიც მე პირადად ცოტა ეჭვი მეპარება, მაშინ საჭიროა შეიქმნას ისეთი ინსტიტუცია, რომელიც გააკონტროლებს ქალაქის მერიის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას გენგეგმის პრინციპებთან. კარგი იქნება, თუ მაგალითად ამ გენგეგმის ავტორების ბაზაზე გაკეთდება ეს.

შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ ამ გენგეგმას მიიღებენ, შემოდებენ თაროზე და საქმეები გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე კეთდებოდა. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი დოკუმენტი 2015 წლიდან, კერძოდ, თბილისში გარემოს დაცვის სტრატეგია, რომელიც თაროზე დევს და კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია,“ -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს