თბილისში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად დამწვარია სახლის მეორე სართული და სხვენი ჯამში 100 კვ. მ. ფართობი.

მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ. ასევე, კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია ორმა მოქალაქემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.