დავით მათიკაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნაზე - ვიმედოვნებ, რომ არ იქნება არანაირი მარგინალური ნაბიჯი, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან

ვიმედოვნებ, რომ არ იქნება არანაირი მარგინალური ნაბიჯი, იქნება სწორი პოზიცია იმ ცვლილებებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, –ამგვარად ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურას. როგორც დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა მოექცეს ყველა, მათ შორის პრეზიდენტი და მთავრობა.

„აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი თავისი ნებით გადადგა, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა აჭარაში, მაგრამ ბევრი რამე არის გასაკეთებელი, ახალი პროექტებია დასაწყები. ჩვენ ამ საჭიროებების კუთხით ვიმსჯელებთ და განვიხილავთ ყველა კანდიდატს, რომლებიც იქნებიან წარდგენილი.

რაც შეეხება პრეზიდენტთან ურთიერთობას, მე ვთვლი, რომ ზოგადად, კანონის მოთხოვნების ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის მთავრობა. ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც ამას მოითხოვს დღეს მოქმედი კონსტიტუცია. ვიმედოვნებ, რომ არ იქნება არანაირი მარგინალური ნაბიჯი, იქნება სწორი პოზიცია იმ ცვლილებებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს“, –განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე მთავრობასთან კონსულტაციების გავლას კანონმდებლობა არ ავალდებულებთ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, კანონმდებლობით გაწერილ ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის მხოლოდ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და უმაღლეს საბჭოს კანდიდატურას ამ კონსულტაციების შემდეგ წარუდგენს.

როგორც ცნობილია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გუშინ თანამდებობა დატოვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო