ვენესუელას პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ. ამის შესახებ ვენესუელას ლიდერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ვენესუელას შეიარაღებულ ძალებს მივმართავ - ერთი წამითაც არ მოდუნდნენ! ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლება მშვიდობაზე და ღირსებაზე, უფლება თვითონ ავირჩიოთ ჩვენი ბედი. არც ერთი იმპერია არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს ნაცვლად. ჩვენი გამარჯვება იყო, არის და იქნება მშვიდობაში და დამოუკიდებლობაში“, - დაწერა ნიკოლას მადურომ.

აღსანიშნავია, რომ 3 ივლისს საინფორმაციო სააგენტო Associated Press-მა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ 2017 წელს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის გარემოცვასთან ვენესუელაში შესაძლო სამხედრო შეჭრას განიხილავდა. სააგენტოს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მრჩეველებმა მას გადააფიქრებინეს ამ ნაბიჯის გადადგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა