შალვა ოგბაიძე - ტექდათვალიერება არ კლავს, კლავს მოუვლელობა

ტექდათვალიერება არ კლავს, კლავს მოუვლელობა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამონაბოლქვში არსებულ ნივთიერებებს სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

„ჩვენი თანამოქალაქეებისთვის პრიორიტეტი არის სასიცოცხლო, უსაფრთხო გარემო. გარემოს დამცველების სხვადასხვა სტატისტიკით, საჰაერო აუზის დაბინძურების თითქმის 75%-80% ტრანსპორტის გამონაბოლქვის წილია. ეს არის რეალობა. ენით მოჩლექის საუბრის დრო უკვე წავიდა. წავიდა დრო, როდესაც ტექდათვალიერების ვადის გაუქმებისკენ ნაბიჯები ამომრჩევლის გულის მოსაგებად იყო გადადგმული. ეს არის დათვური სამსახურის გაწევა. ჩვენი მედიკოსების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევები ადასტურებს, რომ გამონაბოლქვსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი ტოლობის ნიშანია. გამონაბოლქვში არსებულ ნივთიერებებს სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია. შემოგვეჩვია ლეიკემია, განსაკუთრებით გაახალგაზრდავდა ისეთი დაავადებები, რომელიც შედარებით უფროს ადამიანებს ჰქონდათ“, - განაცხადა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, 4 წელს ზემოთ ასაკის ავტომობილი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შევამოწმოთ.

„თითოეულ ჩვენთაგანს როგორც გვაქვს თავის მოვლის კულტურა, ასევე უნდა იყოს ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებითაც. სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება იქნება მაიძულებელი, რომ 4 წელს ზემოთ ასაკის ავტომობილი თუნდაც წელიწადში ერთხელ შევამოწმოთ. ტექდათვალიერება არ არის პროფილაქტიკა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს თერმომეტრია, რომლითაც ტემპერატურას ვიზომავთ და თუ ტემპერატურა მაღალია, უნდა წავიდეთ შესაბამის ექიმთან, ავტომობილის შემთხვევაში - ხელოსანთან, მექანიკოსთან და შევაკეთოთ დაზიანებული ნაწილი.

1-ელი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო სტრუქტურებისა და იურიდიული პირების ავტომობილების შემოწმება. დარწმუნებული ვარ, 100-დან 80 ავტომობილი ინსპექტირებას გაივლის, ხოლო 20 ავტომობილს შეიძლება აღმოაჩნდეს ხარვეზი, რომელიც ადვილად გამოსასწორებელია. იმ ავტომობილებს, რომლებსაც შიგნეულობა გადაკეთებული აქვთ, მათი ჭკუაზე მოყვანა შეუძლებელი იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ ტექდათვალიერება არ კლავს, კლავს მოუვლელობა“, - განაცხადა ოგბაიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა