ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ დღეს დააკავონ

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა ის დღესვე დააკავონ. ამის შესახებ კუპრავამ ჟურნალისტებს საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა.

როგორც ზვიად კუპრავამ განაცხადა, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

კუპრავას განცხადებით, სასამართლოსთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ბრალი, რასაც ედავებიან, უსაფუძვლოა. კუპრავა მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკურად დევნიან.

"გამოძიება შსს-ში ჩემს მიმართ დაწყებულია სსკ-ის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. დღეს დაკითხვაზე დამიბარეს, თუმცა მანამდე დაკითხვის პროცესები აქტიურად მიმდინარეობდა და ჩემი მეგობრები იკითხებოდნენ. საქმე ეხება სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, როდესაც რეალურად, დაზარალებული მე ვარ, დაირღვა ჩემი უფლებები. თვითონ მე ვარ დაზარალებული, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ჩემს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე დაწყებული. მზად ვარ, პასუხი გავცე ყველა იმ კითხვას, რაც ექნება გამოძიებას. არ ვთლი, რომ ამას რაიმე სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამის მიზანი არის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, ამ ორი თვის განმავლობაში ჩემი განეიტრალება.

საბოლოო ჯამში, აღნიშნული მუხლის სანქციის მაქსიმალური ვადა 1 წელია. ცხადია, არ გამოვრიცხავ დაკავებას. ახლა მიბარებენ, რაღაც სისულელეზე, აბსურდზე", - განაცხადა კუპრავამ, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს