გიორგი ტყემალაძე - კერძო საკუთრების გარკვეული ტერიტორიები სარეკრეაციო ზონაში ყვება, რაზეც გადაწყვეტილების მიღება დეტალური შესწავლის შემდეგ მოხდება

კერძო საკუთრების გარკვეული ტერიტორიები სარეკრეაციო ზონაში ყვება და ამასთან დაკავშირებით დეტალური დამუშავების შემდგომ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაძლებელია აღნიშნული კერძო საკუთრების ტერიტორიების გამოსყიდვა ან მონაცვლეობა მოხდეს.

"იქ სადაც შესაძლებელი იყო, რომ კერძო საკუთრებებთან დაკავშირებით დაზუსტებულიყო ზონირება, ეს ასეც მოხდა. თუმცა კერძო საკუთრების გარკვეული ტერიტორიები ყვება სარეკრეაციო ზონაში და ამასთან დაკავშირებით დეტალური დამუშავების შემდგომ მოხდება გადაწყვეტილების მიღება. ეს შეიძლება იყოს მონაცვლეობა, გამოსყიდვა, ზონის ცვლილება და ა.შ. ეს ის მიმართულებებია, რაც სამუშაო რეჟიმში კერძო მესაკუთრეებთან ერთად შემუშავდება,"- განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეიდან საკრებულო უკვე ოფიციალურად დაიწყებს გენგეგმის დეტალურ შესწავლა- გაანალიზებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა