დავით მათიკაშვილი კოლეგებს სთავაზობს, პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტოს, სად ჩატარდება პლენარული სხდომები - ქუთაისში თუ თბილისში

“ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი კოლეგებს სთავაზობს, პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი რეგლამენტით არ იყოს განსაზღვრული ან რეგლამენტს თბილისიც დაემატოს და შემდგომ ბიურომ გადაწყვიტოს, თუ სად ჩატარდება პლენარული სხდომები - ქუთაისში თუ თბილისში.

აღნიშნული ინიციატივით, მათიკაშვილი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოვიდა, სადაც ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც პასუხად, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, აღნიშნული უფრო პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტი საკითხია, ვიდრე - სამართლებრივში. მან კოლეგებს პარლამენტის ადგილსამყოფელის რეგლამენტში შენარჩუნებასთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში დისკუსია შესთავაზა.

ახალი რედაქციის კონსტიტუციიდან ამოღებულია ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისის განსაზღვრის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი რეგლამენტის პროექტში, პარლამენტის სასახლის ადგილსამყოფელად კვლავ მითითებულია ქალაქი ქუთაისი, რომლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს