ხაშურში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წარმოდგენა გაიმართა

ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, ხაშურის მგალობელთა გუნდ „ციერის“ და თბილისის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია „ამერ-იმერის“ ერთობლივი საღამო გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მერიიდან აცნობეს, სტუდია „ამერ-იმერმა“ ხაშურში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული პროექტი „ჭეჭეთობა ღამე“ ჩამოიტანა. „ჭეჭეთობა ღამე“ ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული საბავშვო მუსიკალური სპექტაკლია, რომელიც ასახავს კეთილისა და ბოროტის ჭიდილს.

სტუდია „ამერ-იმერი“ საქართველოს ყველა კუთხეში მოგზაურობს და ადგილობრივ ჯგუფებთან ერთობლივ კონცერტებს მართავს. კონცერტის დასასრულს, ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის მერიას, კულტურის სამსახურს და სამუსიკო სკოლას მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის.

თბილისის ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულმა სტუდიამ და ხაშურის მგალობელთა გუნდმა სამომავლოდ თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა