საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოვალეობას გოჩა მურღულია შეასრულებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს დროებით გოჩა მურღულია უხელმძღვანელებს.

ის მოვალეობის შესრულებას გუშინ, მას შემდეგ შეუდგა, რაც სამსახურის უფროსმა, თამაზ უბულავამ და მოადგილემ, ელგუჯამ აკობიამ თანამდებობები დატოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ყოფილმა უფროსმა და მისმა მოადგილემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

მურღულია ამავე სამსახურის ფოთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა