მერაბ კარანაძე - ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა სოფლის ექიმების მობილობასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე დადებითად აისახება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის ახალი ავტომანქანების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ მიქელაძემ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს, “სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მაღალი გამავლობის 5 ავტომანქანა გადასცა.

მათივე ცნობით, აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, მათგან 43-ს ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანები 2014-2017 წლებში პროგრამის ფარგლებში გადაეცათ.

მერაბ კარანაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ცენტრების ავტოპარკი წელს მთლიანად შეივსება და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა სოფლის ექიმების მობილობასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე დადებითად აისახება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა