აქცია “ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში“ გაიმართება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, აქცია “ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში“ გაიმართება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მერიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, მთელი თვის მანძილზე, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, გამოფენა-გაყიდვები, სპეციალური დღეები და საქველმოქმედო საღამოები.

“ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მიზანია ხელი შუწყოს რეგიონის გამოცოცხლებას, რაჭის პოპულარიზაციის გაზრდას და მიგრაციის შემცირების მიზნით, აქ მუდმივად მცხოვრები ოჯახების წახალისებას.

“ივლისი - სიკეთის თვე რაჭაში“ არის პირველი აქცია, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და თითოეული ადამიანის მიერ გამოჩენილი კეთილი ნებით, შესაძლებელი იქნება რაჭის მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების ხელშეწყობა.

აქციაში ჩართვის მსურველებს საშუალება აქვთ მხარდაჭერა გამოხატონ სხვადასხვა სახით: 9-დან 15 ივლისის ჩათვლით მოხდება ტანსაცმლის, წიგნების, სათამაშოების, სხვადასხვა საოჯახო ნივთების შეგროვება, რომლის ფარგლებშიც მსურველებს შეუძლიათ უსასყიდლოდ გადასცენ ნივთები სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს;

კონკრეტულ დღეებში, ამბროლაურში, მაღაზიებთან დაიდგმება სპეციალური ყუთები, სადაც მყიდველებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ შენაძენთან ერთად, აქციის ფარგლებში დამატებით შეიძინონ +1 ნივთი იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

გამოიყოფა სპეციალური დღეები კომპანიებისთვის და ამ დღეებში განხორციელდება კონკრეტული კომპანიის მიერ დაგეგმილი აქცია;

დასკვნით ღონისძიებაზე ყველა მონაწილე საჯარო თუ კერძო კომპანიას გადაეცემა სპეციალური მადლობის სერთიფიკატი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

თითოეული ჩვენგანის მონდომებით და ერთად გაკეთებული კეთილი საქმით, რაჭაში მცხოვრები ბევრი ოჯახის გახარებას შევძლებთ. სიკეთე ქმნის სიკეთეს“, - ნათქვამია ამბროლაურის მერიის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს