ვახუშტი მენაბდე - თუ მთავრობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებას არ დაეთანხმება, შესაძლოა, დავამ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს

თუკი მთავრობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებას არ დაეთანხმება, შესაძლოა, კომპეტენციის თაობაზე დავამ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

როგორც მენაბდემ განმარტა, კონსტიტუციის ძირითადი ტექსტის და ასევე, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ტექსტის ერთობლიობაში წაკითხვით, ცხადი გახდება, რომ პრეზიდენტმა, როგორც ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი კანდიდატურა ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად უნდა წარადგინოს. მისივე თქმით, თუ მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებას არ დაეთანხმება, შესაძლოა კომპეტენციის თაობაზე დავამ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.

“კონსტიტუციის სიტყვა–სიტყვითი განმარტება და მისი მიზნებიდან გამომდინარე განმარტება ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში. საქმე ის არის, რომ აჭარის შესახებ კონსტიტუციურ კანონში არ არის მითითება, რომ მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტს ახალი კანდიდატის წადგენაზე საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება. თუმცა თუ ჩვენ ამ ნორმებს ერთობლიობაში წავიკითხავთ - როგორც კონსტიტუციის ძირითად ტექსტს, ასევე “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ტექსტს, ცხადი გახდება, რომ კონსტიტუციის იდეა არის ის, რომ პრეზიდენტმა როგორც ახლად არჩეული საბჭოს შემთხვევაში, ისევე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი კანდიდატურა საქართველოს ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად წარადგინოს. ჩემი აზრით, გონივრული განმარტება იქნებოდა, თუ პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარადგენდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, თუმცა როგორც ვნახეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვანაირად განმარტავს და მას პრონციპში ეს უპირატესობა აქვს, რომ ის არის სამართალგამომყენებელი და როგორც სურს ისე განმარტავს ამ შემთხვევაში. ამის შემდეგ, თუ მთავრობა არ დაეთანხმება ამ განმარტებას, შესაძლებელია, რამდენიმენაირად განვითარდეს მოვლენა - ერთ–ერთი არის საკონსტიტუციო სასამართლოში დავა კომპეტენციის თაობაზე“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა