„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - იუსტიციის საბჭო ვალდებული უნდა იყოს ანტიკორუფციული საქმიანობის შეფასების ანგარიშები გამოაქვეყნოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული უნდა იყოს აწარმოოს და პერიოდულად გამოაქვეყნოს ანტიკორუფციული საქმიანობის შეფასების ანგარიშები. ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებს ეხება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დასკვნის თანახმად, ანტიკორუფციული საქმიანობის შეფასების ანგარიშები უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და გაზომვად ინდიკატორებს, რათა შეიქმნას ობიექტური სტანდარტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესის გასაზომად. გარდა ამისა, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ღია იყოს.

„უნდა გაიზარდოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა. მნიშვნელოვანია საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი წარიმართოს ღია სხდომებზე და გამოირიცხოს გადაწყვეტილებების დახურულ კარს მიღმა მიღების შესაძლებლობა. საბჭომ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის სასამართლოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებში“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო