დავით ჟღენტი -"სითი ინსტიტუტის" და მერიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპრომისი შედგა, კომპრომისი თბილისელების ხარჯზე არ უნდა მოხდეს

"სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლებიც და მერიაც ამბობენ, რომ კომპრომისი შედგა. კომპრომისი არ უნდა მოხდეს თბილისელების ხარჯზე,"- ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ჟღენტმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მერიის მიერ "სითი ინსტიტუტისთვის" წაყენებული შენიშვნები უსაფუძვლო იყო.

"სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლებიც და მერიაც ამბობენ, რომ კომპრომისი შედგა. ამ ეტაპზე არ ვიცით, ვის მიერ გაკეთდა კომპრომისი. ეს არ უნდა მოხდეს თბილისელების ხარჯზე. "სითი ინსტიტუტისთვის" მერიის მხრიდან წარდგენილი შენიშვნები ჩვენი შეფასებით,უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო,"- განაცხადა დავით ჟღენტმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერის მიერ განხორციელებული ქმედებები დაგვიანებულია.

"ჩვენ ვთვლით, რომ კონკრეტული მოქმედებები, რაც კახა კალაძის მიერ ხორციელდება დაგვიანებულია. ძალიან კარგია თუ თბილისს გენერალური გეგმა ექნება, ვინაიდან დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები ხორციელდება. ბუნებრივია, დოკუმენტის განხილვაში აქტიურად ჩავერთვებით და გვექნება ჩვენი შენიშვნები,"- აღნიშნა დავით ჟღენტმა.

მისი ინფორმაციით, გენგეგმის დოკუმენტი "ევროპულ საქართველოს" ჯერ არ მიუღია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა