კახა კალაძე - ჩვენ მეტროს ვაგონების დამატებას ვაპირებთ

ჩვენ მეტროს ვაგონების დამატებას ვაპირებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროში მატარებლებს შორის ხანგრძლივ ინტერვალებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია "შტადლერთან".

რაც შეეხება ინტერვალის შემცირებას, ესეც ჩემი საარჩევნო დაპირება იყო - ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მათ შორის მეტროსი. ჩვენ ვაგონების დამატებას ვაპირებთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანია "შტადლერთან", სადაც გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ გვინდა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ "შტადლერის" ვაგონების აწყობა-წარმოება მოხდეს საქართველოში და დავაკმაყოფილოთ არა ჩვენი მოთხოვნა, რაც დღეს მეტროში გვაქვს, არამედ მოვემსახუროთ მთლიანად რეგიონს. შესაბამისად, ეს პრობლემა ძალიან მალე იქნება მოგვარებული და გვინდა რომ მოცდის, მოლოდინის დროის შემცირება მოხდეს ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების დამატებით. პარალელურად, ასევე ჩვენ ვიწყებთ მთლიანად მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, რომელმაც ამოწურა თავისი რესურსი, რათა ჩავუტაროთ მთლიანი რეკონსტრუქცია და მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა, რომ იმგზავრონ უფრო კომფორტულად. დაწყებულია ეს პროცესები", - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა