შალვა შავგულიძე - ოპოზიციის კანდიდატს მთავარი პროკურორის პოსტზე ნულოვანი შანსი აქვს

საზოგადოებამ გაუშვა შანსი მათი ნდობით აღჭურვილი კანდადატები წარედგინათ პროკურორის კანდიდატად, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ მას პროკურორად დანიშვნის უმცირესი შანსი აქვს, რადგან პროცესი სწორედ ისე წარიმართება როგორც ეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სურს.

"მთელი საზოგადოება არ დახვდა მზად ამ შემოთავაზებას და გაუშვა შანსი. ხელისუფლებას მოუწია დათმობა და იძულებული გახდა შემოეთავაზებინა საზოგადოებისთვის, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანიდატი განეხილა. ამ დროს საჭირო იყო საზოგადოების აქტიურობა. მათ რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი უნდა წარედგინა პროკურორის კანდიდატად, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხდა.

თუ შემდეგ სახელმწიფო იტყოდა, რომ მათ გადაიფიქრეს, მაშინ დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიდა. მიმაჩნია, რომ ოპოზიციის კანდიდატს მთავარი პროკურორის პოსტზე ნულოვანი შანსი აქვს. მე მიმაჩნია, რომ პროკურორის პოსტზე რეალური შანსი სწორედ შალვა თადუმაძეს გააჩნია", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, პროკურატურის შესახებ კანონი საჭიროებს გამოსწორებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დღეს მიმდინარე პროცესებში არ უნდა ჩართულიყო არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.

ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლას 18 კანდიდატი აგრძელებს. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ირაკლი შოთაძემ.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა