ელენე ხოშტარია - საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებაა, რომ არასრულწლოვანთა გამოკითხვები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა გამოკითხვა სპეციალიზირებული ფსიქოლოგის მიერ ისეთ გარემოში ჩატარდება, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის სანდოობას და არასრულწლოვან ბავშვებზე მინიმალურ სტრესს.

“დღეს და ხვალ კომისია არასრულწლოვან მოწმეებს დაკითხავს. არასრულწლოვანთა კოდექსის 29-ე მუხლის მიხედვით, ეს დაკითხვები დახურული უნდა იყოს. ორ დღეში კომისია 3-კაციანი ჯგუფით 3 არასრულწლოვან მოწმეს დაკითხავს. გარდა იმისა, რომ არასრულწლოვანთა კოდექსი ამ გამოკითხვის დახურულობას უზრუნველყოფს, ჩვენი კომისიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ეს გამოკითხვები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს. რადგან გამოკითხვა იმ გარემოში და კომისიის მიერ ამ ბავშვებისთვის დამატებითი სტრესი იქნება. გადავწყვიტეთ გარემოც და გამოკითხვის ფორმაც ისეთი იყოს, რომ ბავშვებისთვის სტრესი მინიმალური იყოს. შესაბამისად, გამოკითხვა სპეციალიზირებული ფსიქოლოგის მიერ ისეთ გარემოში ჩატარდება, რომელიც ერთი მხრივ, ინფორმაციის სანდოობას და მეორე მხრივ, არასრულწლოვან ბავშვებზე მინიმალურ სტრესს უზრუნველყოფს,” - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა