პარლამენტის აპარატსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და სსიპ - ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა სალომე ტყეშელაშვილმა საგანმანათლებლო კუთხით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

“მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით, საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტიურ საკითხებზე თანამშრომლობა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ სამუშაო შეხვედრების, სემინარების და კონფერენციების ორგანიზებაზე თანხმდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ანალოგიური შინაარსის თანამშრომლობის მემორანდუმი, პარლამენტის აპარატმა ათზე მეტ სახელმწიფო და სასწავლო დაწესებულებასთან გააფორმა, რომლის ფარგლებში, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სხვადასხვა თემებზე ტრენინგები ჩატარდა“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს