გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიკრობიოლოგიის სპეციალისტები ერთკვირიან ინტენსიურ სწავლებას გადიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის მიკრობიოლოგიის სპეციალისტები ერთკვირიან ინტენსიურ სწავლებას გადიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ანცობეს, სწავლება აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების სამხრეთ კავკასიის ოფისის (US CDC South Caucasus Office) პროგრამის ფარგლებში ტარდება.

“საერთაშორისო ექპერტები ატარებენ ვორქშოპს მიკრობიოლოგიური კვლევების ფართო სპექტრზე.

პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროს უწყებებთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე დაავადებათა კონტროლის გაძლიერება და დაავადებების გამოვლინებისა და პრევენციისათვის ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით ახალი ინფორმაციის მიღება.

პროგრამა ითვალისწინებს სპეციალისტების მომზადებას პროფესიული ტესტირების გასავლელად. ასევე, მიღებული ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას ლაბორატორიული ქსელის სხვა სპეციალისტებთან“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს