„თიბისის ერთგული ბარათი“ კინოთეატრებში ახალ აქციას იწყებს

“თიბისი“ ახალ აქციას “ერთგულ სამშაბათს“ იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, 15 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, მომხმარებელი, რომელიც „თიბისის“ ერთგულის საკრედიტო ან პრაიმ ბარათით ნებისმიერი კინოთეატრის ერთ ბილეთს საიტიდან www.Kinoafisha.ge შეიძენს, საჩუქრად დამატებით ბილეთს მიიღებს.

როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, აქცია მოქმედებს ყველა სეანსზე მხოლოდ სამშაბათ დღეს და მის ფარგლებში შესაძლებელია მაქსიმუმ ოთხი შენაძენის განხორციელება. ერთ შენაძენზე კი ბილეთების რაოდენობა შეუზღუდავია.

“ერთგული“ „თიბისის“ ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც, “თიბისი ბანკის“ ნებისმიერი ბარათის ფლობისას, მომხმარებელს პარტნიორ ობიექტებში შენაძენის დროს ქულების დაგროვების საშუალება ეძლევა. ერთგულის საკრედიტო ბარათით, კი მომხმარებელს შეუძლია მომენტალურად განავადოს შენაძენი ერთგულის პარტნიორ ყველა ობიექტში, დამატებითი პროცედურების გარეშე.

თუ არ ხარ „თიბისი ბანკის“ ერთგული ბარათის მფლობელი, იმისთვის, რომ დააგროვო უფრო მეტი ერთგული ქულა და ისარგებლო სპეციალური შეთავაზებებით აიღე ბარათი სახლიდან გაუსვლელად ერთგულის ვებ-გვერდზე: https://ertguli.ge/GetCard ან „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში“, - განმარტავენ ბანკში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო