“თიბისის“ ინიციატივით, აჭარაში ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართება

“თიბისის“ ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის ყველაზე მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმები იწყება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ “თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, პირველი ფორუმი ბათუმში 7 ივლისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას დასავალეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას დარგის ექსპერტები მიაწვდიან. ფორუმის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ „ვორქშოპებს“ და მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზეც მიიღონ ინფორმაცია, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ლიზინგი, ფინანსები და სხვა.

ექსპერტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თიბისის მენეჯმენტის, აჭარის მთავრობისა და „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლები.

“თიბისის“ რეგიონული ფორუმების მიზანია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა, ბიზნესსოციუმის წევრებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ხელშეწყობა.

ბიზნესფორუმი აჭარის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს“, - ნათქვამია ბანკის ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს